ბელარუსში სკოლის მოსწავლემ დანით პედაგოგი და მოზარდი სასიკვდილოდ დაჭრა

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მინსკის დასავლეთით, ქალაქ სტოლბცში, სკოლის მოსწავლე სამ თანატოლსა და პედაგოგს ცივი იარაღით თავს დაესხა. მასწავლებელი და ერთი მოზარდი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

2003 წელს დაბადებული ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მინსკის 6 რაიონში, სპეციალური ოპერაცია “სირენი”ჩატარდა.  მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაქცეული ეჭვმიტანილი დააკავა.

ამჟამად სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულის მოტივს იძიებენ. სკოლაში გამომძიებლები და სამართალდამცავები მუშაობენ.

მინსკის რაიონის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის საქმე ორი პირის მკვლელობის ფაქტზე აღძრეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად