ბელარუსში საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

ბელaრუსში 1 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს 8 ნოემბერს ქვეყნის ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე. ამის შესახებ იუწყება ადამიანის უფლებათა ცენტრი Viasna.

უფლებადამცველები ასახელებენ დაკავებულთა სიას. მათი აბსოლუტური უმრავლესობა დააკავეს მინსკში, კიდევ რამდენიმე ადამიანი – პოლოცკში, ვიტებსკში, სოლიგორსკში, გროდნოსა და სხვა ქალაქებში.

8 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში ჩატარდა “ხალხის ძალაუფლების მსვლელობა”. დედაქალაქში ხალხი შეიკრიბა მერიის შენობის მახლობლად, თავისუფლების მოედანზე და ნემიგას ქუჩაზე. აქციასთან დაკავშირებით, ქალაქში დროებით დაიხურა მეტროს ცენტრალური სადგურები.

საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემონსტრანტები, რომლებიც არ ეთანხმებიან 9 აგვისტოს არჩევნების შედეგებს, ითხოვენ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და მშვიდობიანი მიტინგების მონაწილეთა მიმართ ძალადობის დასრულებას. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ, რუსეთისგან განსხვავებით, არ ცნეს არჩევნების შედეგები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად