ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება (ფოტორეპორტაჟი)

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტ ლუკაშენკოს 80% ხმებით გამარჯვების გამოცხადებისთანავე დაწყებული საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

გუშინ, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტმა მხარდამჭერმა ინფორმაციული ტექნოლოგიის სპეციალისტებმა შეძლეს მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით სმარტფონებიდან ინტერნეტში შეღწევის გზის გამონახვა და ბელარუსში მოქმედი საზღვარგარეთული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ტაქსების და რიგი სხვა კომპანიები ბელარუსიდან ოფისების გატანაზე ალაპარაკდნენ, ბელარუსის ხელმძღვანელობამ შეწყვიტა ინტერნეტის ბლოკირება.




 

გუშინდელი დღე ბელარუსში პროტესტის ახალი ფორმით აღინიშნა, სოლიდარობის ჯაჭვებში ჩაბმული თეთრებში ჩაცმული ქალები მილიციონრებს ყვავილებს ჩუქნიდნენ. ასეთი სახის აქციები არა მხოლოდ მინსკში, არამედ გომელში, ლიდაში და ვიტებსკში გაიმართა.

 

დემონსტრანტებისადმი სოლიდარობა გამოხატეს მედიცინის მუშაკებმა. თეთრ ხალათებში ჩაცმული მედიკოსები ძალადობის შეწყვეტისკენ და დაპატიმრებული კოლეგის და მისი მეუღლის და არსრულწლოვანი შვილის განთავისუფლებას მოითხოვდნენ.




გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე ჟურნალისტის მიერ სახელისუფლო არხების დატოვების შესახებ. პრესა ძალადობისადმი პროტესტის ნიშნად ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მიერ სამსახურის დატოვების შესახებაც იუწყებოდა.
 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც 10 აგვისტოს დააკავეს მიტინგზე. გარდაცვლილის დედის თქმით, მას გულის პრობლემები ჰქონდა და იგი საგამოძიებო იზოლატორში შეყვანის რიგის დახურულ მანქანაში ლოდინის დროს გახდა ცუდად.





ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვება აღიარეს და მას მილოცვები გაუგზავნეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმისრ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა, ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა, ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიიოევმა, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა, ბოსნია და ჰერცოგოვინას პრეზიდიუმის წევრმა სერბებიდან მილორად დოდიკმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა, ვიეტნამის პრეზიდენტმა ნგუენ ფუ ჩონგმა, ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ.
 

დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ისლანდის, ესტონეთის, ფინეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეოს საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს ბელარუსს ძალადობის შეწყვეტის და ოპოზიციათან დიალოგისკენ. მკვეთრი კრიტიკით გამოვიდნენ პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია, აშშ. ბელარუსს სანქციების შემოღებით ემუქრება ევროკავშირი.




დღეს, დილიდანვე, საპროტესტო აქციები განახლდა. ქალების მიერ ორგანიზეულ სოლიდარობეის ჯაჭვებს ათასობით მძღოლი ბესალმება გამბული სიგნალებით. ახლახან ბელარუსის “ბელაზის” ქარხნის მუშებმა შეწყვიტეს მუშაობა და ცეხებიდან ქარხნის ეზოში გამოვიდნენ. ისინი ქარხნის ხელმძღვანელობის მიერ მილიციისთვის დემონსტრანტთა დაკასაკავებლად ავტობუსების გამოყოფას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ არ ცნობენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებს და ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად