ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად გამოცხადდა

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად გამოცხადდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარემ განუცხადა.

მისი თქმით, ყველა რეგიონმა, გარდა მინსკისა გადალახა 50%-იანი ბარიერი. გომელისა და მოგილევის რეგიონებში 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა 60%-ზე მეტი მივიდა საარჩევნო უბნებზე.

საპრეზიდენტო არჩევნებში 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 54.57% შეადგინა.

ბრესტის რეგიონში, სიაში შეყვანილ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან ამომრჩეველთა 50.3% მივიდა საარჩევნო უბნებზე, ვიტებსკში – 56,49%, გომელში – 66,06%, გროდნოში – 52,99%.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს ტარდება, კანდიდატად რეგისტრირებულია ხუთი ადამიანი. მათ შორისაა თავად ლუკაშენკო, რომლისთვისაც ეს არის მეექვსე არჩევნები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად