ბელარუსში სამი ჟურნალისტი დააპატიმრეს

ბელარუსის მთავრობა შევიდა დამოუკიდებელი გაზეთის რედაქციის ოფისში და დააპატიმრა იქ მომუშავე სამი ჟურნალისტი, რაც წარმოადგენს ნაწილს მედიასაშუალებების და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების.

19 ივლისს დააკავეს “რეგიონული გაზეთის” რედაქტორი, ალექსანდრ მანტსევიჩი და ჟურნალისტები, ზოია ხრუტსკაია და ნასტა უტკინა – აცხადებს ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია, ანუ BAJ-ი. ჟურნალისტების დაპატიმრებამდე ჩხრეკა ჩატარდა გაზეთის რედაქციის ოფისში, რომელიც მდებარეობს დედაქალაქ მინსკიდან 80 კილომეტრით დაშორებულ მალადზეჩნაში.

ბელარუსში პოლიტიკური მღელვარებაა მას შემდეგ, რაც შარშან აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით ლუკაშენკას მეექვსე ვადით მიაკუთვნეს გამარჯვება. ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

კომენტარები
იტვირთება...