ბელარუსში რუსული ვაქცინის ტესტირება დაიწყო

ბელარუსში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევის ფარგლებში, მოხალისეების ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ იტყობინება რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო.

სულ 100 ადამიანს შეეძლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი პინევიჩმა გაიხსენა, რომ ვაქცინაცია ხორციელდება ბელარუსსა და რუსეთს შორის შეთანხმებების ფარგლებში, COVID-19-ის წინააღმდეგ რუსული ვაქცინის კლინიკური გამოკვლევების ჩატარებასა და მის შემდგომ რეგისტრაციაზე.

დეპარტამენტის განცხადებით, პირდაპირი ინვესტიციების ფონდი აფინანსებს ბელარუსის კვლევას.

“ჩვენი რესპუბლიკა გახდა პირველი ქვეყანა, რომელშიც ტარდება “Sputnik V” ვაქცინის კლინიკური კვლევები მისი რეგისტრაციის შემდეგ რუსეთში”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად