ბელარუსში ყველაზე მოდური საკურორტო ქალაქი ბათუმია

ბელარუსული ონლაინ გაზეთი „ტურიზმი და დასვენება“ აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ გასული ზაფხულის ერთ-ერთი ჰიტი საქართველო, უფრო ზუსტად კი ბათუმი იყო. 

„ბელარუსი ტურისტები იქ უფრო დიდი ენთუზიაზმით მიდიოდნენ, ვიდრე ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე. რის შეთავაზება შეუძლია აჭარას ლაჟვარდოვანი სანაპიროს გარდა ამის შესახებ ბელორუსებს,“ – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა ასევე წერს, ბელარუსში გამართულ ბიზნეს ფორუმზე "მინსკი-ბათუმი". ღონისძიება მინსკში სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა, ბელარუსის დედაქალაქს საქართველოს სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.

ფორუმზე ეკონომიკის სხვა საკითხებთან ტურიზმსა და აჭარაში მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ აჭარაში, კერძოდ, ბათუმში მნიშვნელოვნად განვითარდა და დაიხვეწა ტურისტული ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სასტუმროები. შესაბამისად, ბათუმი სულ უფრო ხშირად მასპინძლობს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. 2014 წელს აქ მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა დაისვენა. ტურისტები ჩამოდიან აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და რა თქმა უნდა, ბელარუსიდან.

რითი განსხვავდება აჭარა სხვა კურორტებისგან? აქ ტურისტებს შეუძლიათ არა მარტო ზღვით ისიამოვნონ, არამედ შეუძლიათ ავიდნენ მთაში, მოინახულონ აუთენტური სოფლები, იმოგზაურონ ეროვნულ პარკებში და რაც ყველაზე მთავარია, დააგემოვნონ უგემრიელესი ადგილობრივი კერძები.

და რა თქმა უნდა, ქართული ღვინო…

2020 წლისათვის ბათუმში კიდევ 18 ახალი სასტუმროს აშენება იგეგმება.

„შენდება სამთო კურორტები. ბელორუსი აჭარაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტედად არის გამოცხადებული. ასე რომ, ყველა სიახლეს აჭარის შესახებ ერთ-ერთი პირველები შევიტყობთ“, – წერს ავტორი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...