ბელარუსში ფორუმი “მინსკი-ბათუმი” მიმდინარეობს

ბელარუსში, ქალაქ მინსკში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, საინვესტიციო ტურების ღონისძიების ფარგლებში “მინსკი-ბათუმი” ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს.

ბელარუსში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ფორუმზე უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს ეცნობიან.

დელეგაციის წევრები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს მართავენ. მათთვის აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პრეზენტაცია გამართა.

ფორუმის მონაწილეები ასევე გაეცნენ აჭარის რეგიონის საინვესტიციო ვიდეო რგოლს. დაგეგმილია ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების პრეზენტაციები.

მინსკში, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, აჭარაში სხვადასხვა სექტორში, კერძოდ მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ბიზნეს ფორუმზე პრეზენტაციები შპს “ორბი ჯგუფის”, შპს “ალიანსის” და სასტუმრო “მარინა კოლიზეუმის” წარმომადგენლებმა გამართეს. კომპანიებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ადგილობრივ ინვესტორებს.

ღონისძიებაში საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მონაწილეობენ. პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და ბელარუს კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში. ბიზნეს ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. დელეგაცია ბელარუსის რესპუბლიკას 21 ნოემბერს დატოვებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ბათუმში 2014 წელს პირველი პირველ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ჩატარდა. უწყების ორგანიზებით 2014-2015 წლებში 4 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, თურქეთი) და ასევე საქართველოში 4 საინვესტიციო ფორუმი მოეწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...