ბელარუსში, ორ ძმას, მასწავლებლის მკვლელობისთვის, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

მოგილევსკის საქალაქო სასამართლომ, ჩერიკოვას ორ მკვიდრს, 21 და 19 წლის ძმებს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გამო, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. საქმე თავად ალექსანდრ ლუკაშენკოს პირად კონტროლზე იყო აყვანილი.

ილია და სტანისლავ კოსცევებს ბრალი მასწავლებლის, ნატალი კოსტრეს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ედებათ. მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს და მოკლულის მშობლებს შეწყალება სთხოვეს.

მოკლულის დედა გამოტანილი განაჩენით კმაყოფილია. ის აცხადებს, რომ არასდროს აპატიებს თავისი შვილის მკვლელებს ჩადენილ სისასტიკეს: ისინი მთელი ღამე კლავდნენ ჩემს შვილს, შემდეგ ყელი გამოჭრეს და იმას ნანობდნენ, რომ მისი ჩაძირვა ვერ მოასწრეს. ასეთების ადგილი დედამიწაზე არ არის” – აცხადებს დაზარალებული.

მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას დარბაზში მსხდომები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. განაჩენი მშვიდად მიიღეს ძმებმაც. მათ განაჩენის გასაჩივრებისთვის 10 დღიანი ვადა აქვთ. ერთ-ერთი ძმა ამბობს, რომ ის მოკლულის დედას პატიების თხოვნით მიმართავს.

რაც შეეხება საქმის დეტალებს: მკვლელობა ჩერიკოვოში მოხდა 2019 წლის 10 აპრილს, გაგარინის ქუჩაზე. სახლი, რომელშიც მასწავლებელი ცხოვრობდა, დაიწვა. ხანძრის შემდეგ, აღმოჩენილ გვამს სხეულზე მრავლობითი ხასიათის ჭრილობები აღმოაჩნდა. ძმები მალევე დააკავეს. როგორც გაირკვა, მასწავლებელზე ისინი იმიტომ იყვნენ გაბრაზებულები, რომ მან პოლიციას განუცხადა ძმების დაზე, სათანადოდ არ ასრულებს მშობლის მოვალეობას მცირეწლოვან შვილებთან მიმართებაშიო.

ამის შესახებ, ძმებმა გაიხსენეს სიმთვრალისას და გადაწყვიტეს, მასწავლებლისთვის პასუხი მოეთხოვათ. ისინი მივიდნენ ქალთან, და დაუწყეს ცემა. ცემეს გონის დაკარგვამდე, შემდეგ კი ჭრილობები მიაყენეს, საერთო ჯამში, 130! ამის შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, სახლი გადაწვეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად