ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა და 921 დაინფიცირდა

განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას, ბელარუსის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სააგენტო “ბელტა” ავრცელებს

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 921 შემთხვევა დაფიქსირდა, 30-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში ოფიციალურად დადსტურებულია ინფიცირების 22 973 შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა აბსოლუტური რაოდენობით ბელარუსი მსოფლიოში 26 ადგილზეა, ხოლო კორონავირუსიანთა სიხშირიანობით ბელარუსი კიდევ უფრო წინ, შვედეთის და ნიდერლანდების მომდევნო ადგილზეა. შვედეთში ყოველ მილიონზე 2606 ინფიცირებულია, ნიდერლანდებში – 2488, ხოლო ბელარუსში კი 2431.

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა. ბელარუსში, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის დღიდან ოფიციალურად 8-ჯერ დადასტურდა 5 კაცის გარდაცვალება, 12 შემთხვევაში 4 კაცის გარდაცვალება დაფიქსირდა, 10 შემთხვევაში – 3 კაცის, 5 შემთხვევაში – 2 კაცის, 3 შემთხვევაში – კი თითო-თითო კაცის გარდაცვალება.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში კორონავირუსით 131 კაცის გარდაცვალებაა ოფიციალურად დადასტურებული.

კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა 13,9-ია.

ბელარუსში კორონავირუსისგან განკურნებულია 6406 კაცი, ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 27,88%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად