ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა და 916 დაინფიცირდა

განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას, ბელარუსის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სააგენტო “ბელტა” ავრცელებს

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 916 შემთხვევა დაფიქსირდა, 14-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

6 მაისიდან აქ ინფიცირების შემთხვევების დღიური მატება 897-დან და 969-მდე ფარგლებშია.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 40 764 შემთხვევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს ჰენრი კლუგემ გუშინ განაცხადა, რომ ევროპის 53 ქვეყანას შორის უკანასკნელი 14 დღის მანძილზე გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მხრივ ყველაზე მეტად არიან დაწინაურებულები რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ბელარუსი და იტალია.

მილიონ მცხოვრებზე გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების სიდიდით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა მილიონზე მეტია, ბელარუსი ევროპაში მე-4 ადგილზეა.

ბელარუსში ყოველი მილიონი მაცხოვრებლიდან 4 314 კაცია ინფიცირებული.

განვლილ 24 საათში, ბელარუსში, კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა.ბელარუსში, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის დღიდან ოფიციალურად ერთხელაა დადასტურებული 7 კაცის გარდაცვალება, 3-ჯერ – 6 კაცის, 16-ჯერ 5 კაცის, 19-ჯერ – 4 კაცის, 10-ჯერ – 3 კაცის, 5-ჯერ – 2 კაცის, 3 შემთხვევაში – კი თითო-თითო კაცის გარდაცვალება.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში კორონავირუსით 224 კაცის გარდაცვალებაა ოფიციალურად დადასტურებული.

კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა ბელარუსში 23,7-ის ტოლია, ხოლო სიკვდილიანობა 0,55%.

კორონავირუსისგან განკურნებულთა პაციენტთა რაოდენობა 17 390-ია – 42,66%

ბელარუსში სულ 512 418 ტესტია ჩატარებული, 54 226 ყოველ მილიონ მცხოვრებზე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად