ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა და 902 დაინფიცირდა

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 902 შემთხვევა დაფიქსირდა, 5-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 902 შემთხვევა დაფიქსირდა, 5-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

6 მაისიდან აქ ინფიცირების შემთხვევების დღიური მატება 897-დან და 969-მდე ფარგლებშია.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 39 858 შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა აბსოლუტური რაოდენობით ბელარუსი ევროპაში მე-9 ადგილზეა, ხოლო კორონავირუსიანთა სიხშირიანობით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა მილიონზე მეტია, მე-4 ადგილზე.

ბელარუსში ყოველი მილიონი მაცხოვრებლიდან 4 218 კაცია ინფიცირებული.

განვლილ 24 საათში, ბელარუსში, კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა.

ბელარუსში, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის დღიდან ოფიციალურად ერთხელაა დადასტურებული 7 კაცის გარდაცვალება, 3-ჯერ – 6 კაცის, 15-ჯერ 5 კაცის, 19-ჯერ – 4 კაცის, 10-ჯერ – 3 კაცის, 5-ჯერ – 2 კაცის, 3 შემთხვევაში – კი თითო-თითო კაცის გარდაცვალება.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში კორონავირუსით 219 კაცის გარდაცვალებაა ოფიციალურად დადასტურებული.

კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა ბელარუსში 23,2-ის ტოლია, ხოლო სიკვდილიანობა 0,55%.

კორონავირუსისგან განკურნებულთა პაციენტთა რაოდენობა 16660-ია – 41,80%

ბელარუსში სულ 499 249 ტესტია ჩატარებული, 52 833 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად