ბელარუსში ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები დაარბიეს (ფოტოპრეპორტაჟი)

ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე ბელარუსის ოპოზიციამ მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა

საპროტესტო აქციები ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობდა, თუმცა ხელისუფლება მას ყველგან მომზადებული დახვდა. არჩევნების დღეს ბელარუსში დიდი შეფერხებით მუშაობდა ინტერნეტი, გათიშული იყო ინტერნეტ-საიტების უმეტესი ნაწილი, წინასწარ იყო მობილიზებული მილიცია და სპეცრაზმები. ისინი სწრაფად შლიდნენ პატარ-პატარა ჯგუფებად და შემდეგ, როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, დაუნდობლად უსწორდებოდნენ მათ.






ამ დროისთვის უფლებადამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაღუპულია საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე და დაკავებულია 120 კაცი. ხელისუფლება დაკავებულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ამდრომდე არ ავრცელებს






შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოცხადებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 79,7% დააგროვა, მისმა ძირითადმა კონკურენტმა ტიხანოვსკაიამ კი 6,8%. მოგვიანებით ცენრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ლუკაშენკოს ხმების 80,23% აქვს, ტიხანოვსკაიას კი 9,90%. ოპოზიციის მტკიცებით ტიხანოვსკაიამ ხმების 70-80% მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად