ბელარუსში “დოიჩე ველეს” ჟურნალისტი დააპატიმრეს

ბელარუსის ქალაქ მოგილიოვში 20 დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯეს “დოიჩე ველეს” ჟურნალისტ ალექსანდრ ბურაკოვს, რომელიც დამნაშავედ მიიჩნიეს “მასობრივი ღონისძიების ჩატარების წესის ხელმეორედ დარღვევაში”. ბურაკოვს ბრალად წაუყენეს მასობრივი ღონისძიების ორგანიზება მოგილიოვის ოლქის სასამართლოს წინ.

ჟურნალისტის წინააღმდეგ პროკურატურის მოწმედ სასამართლოში გამოიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ქვედანაყოფის თანამშრომელი, ვასილი კორნეენკო.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ არავითარ არასანქცირებულ ღონისძიებას სასამართლოსთან ადგილი არ ჰქონია. სასამართლო პროცესზე ბურაკოვი მოჰყვა მის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე იზოლატორის თანამშრომელთა მხრიდან.

“დოიჩე ველეს” ჟურნალისტი ალექსანდრ ბურაკოვი მოგილიოვში 12 მაისს დააკავეს, აქტივისტ პაველ სევერენიცის დახურული პროცესის დაწყების წინ. ბურაკოვთან ერთად პოლიციამ დააკავა 6tv.by-ის კორესპონდენტი, ულაძიმირ ლაპცევიჩი. პროტესტის ნიშნად ორივე დაკავებულმა შიმშილობა გამოაცხადა, რასაც იზოლატორის ადმინისტრაცია უარყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...