ბელარუსში დასავლეთის ქვეყნებთან დიალოგისთვის მოლაპარაკებების სპეციალურ ჯგუფს შექმნიან

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრები 5 ნოემბრის შემდეგ შექმნიან მოლაპარაკებების ჯგუფს დასავლეთის ქვეყნებთან დიალოგისთვის. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას პრესმდივანმა, ანა კრასულინამ განაცხადა შაბათს, ტელეკომპანია “დოჟდის” ეთერში.

”ჩვენ ვგეგმავთ მოლაპარაკებების ჯგუფის შექმნას საკოორდინაციო საბჭოსთან”, – თქვა მან.

“საკოორდინაციო საბჭო არის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ შექმნილი ორგანო და მას მისგანვე აქვს ლეგიტიმაცია”. მისივე თქმით, ეს სტრუქტურა დროებითია, რადგან იგი შეიქმნა მოლაპარაკებებისთვის “წარმავალ რეჟიმთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად