ბელარუსში, არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისთვის ჯარიმა 900 ევრომდე გაზარდეს

ბელარუსის პორტალ tut. by-ის ინფორმაციით, განახლებული ადმინისტრაციული კოდექსი ამოქმედდა

განახლებული ადმინისტრაციული კოდექსი უკანონო საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ითვალისწინებს ჯარიმას 2900 ბელარუსული რუბლის (900€) ოდენობით, ადრე არსებული 275€-ს ნაცვლად.

უკანონო საპროტესტო აქციაში განმეორებით მონაწილეობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა შეიძლება 1800€-მდე გაიზარდოს.

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა უკანონო აქციაში განმეორებით მონაწილეობისთვის 30 დღემდე გაიზარდა.

განახლებული კოდექსის ამოქმედებამდე საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის გაფრთხილება იყო გათვალისწინებული, ამჟამად კი ასეთი ნორმა ამოღებულია და მის ნაცვლად დასჯის ახალი სახეა შემოღებული – „საზოგადოებრივი სამუშაოები”.

პორტალი მკითხველს არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ ზოგიერთ დადგენილებას შეახსენებს

○ 22 იანვარს მინსკის სასამართლომ „თვითგამოცხადებულ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის” 2 წლის და 1,5 წლის კოლონიაში გატარება მიუსაჯა 18 წლის სოფია მალაშევიჩს და ტიხონ კლიუკაჩს

○ 5 თებერვალს გომელის სასამართლომ ლუკაშენკოსადმი პროტესტის გამო დახურული ტიპის სპეციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 15 წლის მოზარდს

○ 22 თებერვალს გომელის სასამართლომ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საპროტესტო აქციის სამ მონაწილეს. მათგან ერთ-ერთს – 16 წლის ნიკიტა ზოლოტარიოვს 5 წლით გამასწორებელ კოლონიაში გატარება მიესაჯა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...