ბელარუსში, ახლად დაინფიცირებულთა რიცხოვნობას დღიურად განკურნებულთა რიცხოვნობამ ზედიზედ მეორედ გადააჭარბა

განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას, ბელარუსის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სააგენტო “ბელტა” ავრცელებს

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 865 შემთხვევა დაფიქსირდა, 4-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 45 981 შემთხვევა.

მილიონ მცხოვრებზე გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების სიდიდით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა მილიონზე მეტია, ბელარუსი ევროპაში მე-4 ადგილზეა.

ბელარუსში ყოველი მილიონი მაცხოვრებლიდან 4 866 კაცია ინფიცირებული, საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე (847) 5,7-ჯერ მეტი.

განვლილ 24 საათში, ბელარუსში, კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში კორონავირუსით 253 კაცის გარდაცვალებაა ოფიციალურად დადასტურებული.

კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა ბელარუსში 26,8-ის ტოლია, ხოლო სიკვდილიანობა 0,55%.

კორონავირუსით გარდაცვლილთ სიხშირიანობით ბელარუსმა მოსაზღვრე ქვეყნებიდან რუსეთს და პოლონეთს ჩამორჩება, ლიტვას, უკრაინას და ლატვიას კი უსწრებს.

კორონავირუსისგან დღის განმავლობაში 991 კაცი განიკურნა და ზედიზედ მეორედ მოხდა, რომ დღის განმავლობაში განკურნებულთა რიცხოვნობამ ახლად დაინფიცირებულთა რიცხოვნობას გადააჭარბა.

ამ ფაქტის კონსტანტირების დროს მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანების თანახმად, დაავადებულთან კონტაქტიდან 21 დღის გასვლის შემდეგ, ხდება საავადმყოფოდან იმ პაციენტების გაწერა, რომელთა ტესტიც კვლავ დადებითია, მაგრამ ავადმყოფობა მსუბუქ ფორმაში და სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

სულ, განკურნებულთა პაციენტთა რაოდენობა 21 162-ია – 46,02%

ბელარუსში სულ 585 065 ტესტია ჩატარებული, 61 915 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად