ბელარუსში, ახლად დაინფიცირებულთა რიცხოვნობას დღიურად განკურნებულთა რიცხოვნობამ პირველად გადააჭარბა

განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას, ბელარუსის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სააგენტო “ბელტა” ავრცელებს

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 861 შემთხვევა დაფიქსირდა, 9-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 45 116 შემთხვევა.

მილიონ მცხოვრებზე გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების სიდიდით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა მილიონზე მეტია, ბელარუსი ევროპაში მე-4 ადგილზეა.

ბელარუსში ყოველი მილიონი მაცხოვრებლიდან 4 774 კაცია ინფიცირებული, საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე (832) 5,7-ჯერ მეტი.

განვლილ 24 საათში, ბელარუსში, კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში კორონავირუსით 248 კაცის გარდაცვალებაა ოფიციალურად დადასტურებული.

კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა ბელარუსში 26,2-ის ტოლია, ხოლო სიკვდილიანობა 0,55%.

კორონავირუსით გარდაცვლილთ სიხშირიანობით დღეს ბელარუსმა ლიტვას გადაასწო და მოსაზღვრე ქვეყნებიდან პოლონეთს და რუსეთს ჩამორჩება.

კორონავირუსისგან დღის განმავლობაში 971 კაცი განიკურნა და პირველად მოხდა, რომ დღის განმავლობაში განკურნებულთა რიცხოვნობამ ახლად დაინფიცირებულთა რიცხოვნობას გადააჭარბა.

ამ ფაქტის კონსტანტირების დროს მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანების თანახმად, დაავადებულთან კონტაქტიდან 21 დღის გასვლის შემდეგ, ხდება საავადმყოფოდან იმ პაციენტების გაწერა, რომელთა ტესტიც კვლავ დადებითია, მაგრამ ავადმყოფობა მსუბუქ ფორმაში და სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

სულ, განკურნებულთა პაციენტთა რაოდენობა 20 171-ია – 44,71%

ბელარუსში სულ 573 699 ტესტია ჩატარებული, 60 712 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად