ბელარუსში ახალი კორონავირუსის შედეგად სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბელარუსში, ახალი კორონავირუსის შედეგად 75 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, როდესაც მან საავადმყოფოს მიმართა, მძიმე პნევმონია ჰქონდა. მან საავადმყოფოს 30 მარტს მიმართა. ამის შემდეგ მას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. შემდეგ იგი რეანიმაციაში გადაიყვანეს, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია გამოიყენეს. არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 30 მარტს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოში გადაყვანილია 110 ადამიანი, თუმცა მათი დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია.

აქამდე, ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებდა, რომ კორონავირუსის პანდემიას ბელარუსისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს, მისი თქმით, მას სეზონური ინფექციების საკითხი უფრო აწუხებს. პრეზიდენტმა აგრეთვე არ დაკეტა საზღვრები, რაც იმით ახსნა, რომ ინფექციისგან მაინც შეუძლებელია დამალვა, ხოლო მასთან ბრძოლისთვის პროფესიონალიზმი და სიზუსტეა საჭირო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად