ბელარუსის პარლამენტის ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა 6 დეკემბერს გაიმართება

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლიდია ერმოშინას განცხადებით, ბელარუსის პარლამენტის ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა 6 დეკემბერს გაიმართება.

”6 დეკემბერს, დილის 10:00 საათზე, წარმომადგენელთა პალატის სხდომა გაიხსნება და იმავე დღეს, 2:00 საათზე – რესპუბლიკის საბჭოს”, – განაცხადა მან მინსკში გამართულ ბრიფინგზე.

ლიდია ერმოშინამ ასევე აღნიშნა, რომ ეს თარიღი რესპუბლიკის საბჭოსთვის ბოლო ვადაა.

”როგორც მოგეხსენებათ, არჩევნები 7 ნოემბერს ჩატარდა და მათ პირველი სხდომა 7 დეკემბრამდე უნდა გამართონ,” – დასძინა მან.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ბელარუსის პარლამენტის ზედა საბჭოს – რესპუბლიკის საბჭოს არჩევნები 7 ნოემბერს ჩატარდა , ხოლო ქვედა – წარმომადგენელთა პალატაში – 17 ნოემბერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად