ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსი უსაფრთხოების თანამშრომლებს: შეჩერდით!

გროდნოსა და ვოლკოვსკისკის მთავარეპისკოპოსმა არტემიმ (კიშენკო) მორწმუნეებს საკმაოდ ემოციური სიტყვით მიმართა გროდნოში მდებარე ტაძარში.

”ქვეყნის ყველა პოლიტიკოსი ყოველთვის შეეცდება ეკლესიის განადგურებას, რათა ეკლესიამ უპასუხოს ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნებს ნებისმიერ დროსა და მთელს ქვეყანაში. ეკლესია კი უნდა იყოს ქრისტიანი ხალხის დამოუკიდებელი ხმა.

ჩვენ არ ვამბობთ, თუ რა სახის პოლიტიკა უნდა, რომელი პოლიტიკოსი, როგორი მთავრობა უნდა იყოს. ჩვენ ვამბობთ, რომ უკანონობა ხდება. ჩვენი ხალხი იქცა მხეცებად და ტანჯავენ საკუთარ ძმებს. ისინი ჩვენთან მოდიან, მღვდლებთან, ცრემლით სავსე თვალებით და გვეუბნებიან: “რას უზამენ ჩემს ქალიშვილს?”

ხანდაზმული ხალხი მოდის და გვიყვება, რომ თავისთვის ისხდნენ სახლის ზღურბლზე და უცებ მივარდნენ და სცემეს, დაამცირეს. მათ კი ადრე თავიანთი სიცოცხლე გაიღეს ჩვენი სამშობლოსათვის. და კიდევ უამრავი ასეთი მაგალითია.

ამიტომ, მინდა ამ შეტყობინებაში გითხრათ: შეჩერდით! თქვენ არ მოქმედებთ სახარების მიხედვით. თქვენ აღმართეთ ხელი ქრისტეს წინააღმდეგ და არ იქნება მოწყალება თქვენთვის.” – აცხადებს იგი.

ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ლუკაშენკომ არჩევნებში ხმების 80.08%-ით მოიგო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10.09%. მას შემდეგ, რაც კენჭისყრა დასრულდა, 9 აგვისტოს საღამოს, მინსკის ცენტრში და რესპუბლიკის ზოგიერთ სხვა ქალაქში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც გადაიზარდა შეტაკებებში სამართალდამცავებთან. ამ დროის განმავლობაში, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანი, დაშავდა ათობით პოლიციელი და დემონსტრანტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად