ბელარუსი: საქართველოს ოკუპირებულ ზონაში, ბელარუსებმა ქართული კანონები უნდა დაიცვან

ბელარუსის სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისგან, ვინც აფხაზეთის მონახულებას გადაწყვეტს, მოითხოვს, რომ საქართველოს კანონდმდებლობას პატივი სცენ, – აღნიშნულის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი დიმიტრი მირონჩიკი აცხადებს.

"თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით ბელარუსის დამოკიდებულება საქართველოს ისეთი მტკივნეული თემებისადმი, როგორიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია. ჩვენი პოზიცია უცვლელია. ბელარუსის რესპუბლიკა აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობას", – აცხადებს პრეს-სამსახურის უფროსი.

დიმიტრი მირონჩიკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მონახულების შემთხვევაში, ბელარუსის მოქალაქეები გაფრთხილებულები არიან, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას.

"აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მონახულების შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები გაფრთხილებულები არიან, რომ უნდა გაითვალისწინონ საქართველოს კანონმდებლობა", – აცხადებს მირონჩიკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...