A1 ბანერი

ბელარუსი ნავთობის მიწოდებას ბალტიის ქვეყნების გავლით გეგმავს

ბელარუსი ნავთობის მიწოდებას ბალტიის ქვეყნების გავლით გეგმავს. ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ამ საკითხზე მუშაობის დაწყების შესახებ განკარგულება რესპუბლიკის ხელისუფლებას უკვე მისცა.

„უკვე დიდი ხანია, რაც მიზნად დავისახე და უნდა გადავწყვიტოთ: ბალტიისპირა ქვეყნების გავლით ნავთობის მიწოდების ალტერნატივის შექმნა“, – აცხადებს ლუკაშენკო.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ამაზე უარს იტყვის ლიტვა და არ დათანხმდება პირობებს, მაშინ მათთან მოლაპარაკება უნდა მოხდეს.

ბელარუსის პრეზიდენტის მოსაზრებით, ეს ბალტიისპირა ქვეყნებისთვის უფრო სარფიანი იქნება, ვიდრე ის შეთანხმება, რომელიც ახლა აქვთ და რომლის მიხედვითაც ისინი ნავთობს მსოფლიო ფასების მიხედვით ყიდულობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...