ბელარუსი მოითხოვს, ქვეყნებმა რაკეტების შესახებ ხელშეკრულებაზე უარი განაცხადონ

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, ხელი მოაწერონ დეკლარაციას საშუალო და მოკლე დიაპაზონის რაკეტების განთავსებაზე უარის თქმის შესახებ. მისი სიტყვით გამოსვლის ამსახველი ვიდეო გაეროს YouTube-ის არხზე გავრცელდა.

მისივე თქმით, აგვისტოში შუალედური და მცირე დისტანციური რაკეტების აღმოფხვრის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, შეიქმნა საფრთხე, რომ “რაკეტებიი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ევროპაში გამოიყენონ”.

”ბელარუსის სახელმწიფოს მეთაური გამოდის ინიციატივით, შეიმუშაოს პასუხისმგებელი ქვეყნების დეკლარაცია ევროპაში საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების განლაგების შესახებ”, -განაცხადა მაკეიმ.

მისი თქმით, მინსკი საერთაშორისო საზოგადოებას სთავაზობს, რომ საკითხზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაიწყოს.  მან ასევე ქვეყნებს მოუწოდა, ბელარუსს ამ ინიციატივის განხორციელებაში დაეხმარონ.

შეერთებულმა შტატებმა INF– ის ხელშეკრულება აგვისტოს დასაწყისში დატოვა. თვის შუა რიცხვებში პენტაგონმა პირველი ოფიციალური საკრუიზო სარაკეტო ტესტირება ჩაატარა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის დონის შეფასება დაავალა. მისი თქმით, “სიმეტრიული პასუხის მისაღებად” მოსკოვმა ნაბიჯები უნდა გადადას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად