ბელარუსი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმს გაამარტივებს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ხელს მოაწერს ევროკავშირთან შეთანხმებას, რომელიც ვიზების დაცემის გამარტივებასა და რეადმისიას გულისხმობს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა ანატოლი გლაზმა განაცხადა.

„ეს მარტივი გადაწყვეტილება არ არის. ბელარუსის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მობილობის მაღალი მნიშვნელობის გაცნობიერების ფონზე და მხოლოდ და მხოლოდ ყველა შესაძლო რისკისა და შედეგის შეფასების შემდეგ“, – აცხადებს იგი.

მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერას წინ სდევდა ევროკავშირთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები.

„ვიზების გაცემის გამარტივება, მეორე მხრიდანაც ითვალისწინებს სავიზო პროცედურების შემსუბუქებას მოქალაქეების ფართო კატეგორიისთვის და მოსაკრებლის შემცირებას“, – აცხადებს პრესმდივანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად