ბელარუსი აჩერებს დიალოგს ევროკავშირთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით

ბელარუსი აჩერებს დიალოგს ევროკავშირთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ვლადიმერ მაკეიმ განაცხადა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საგარეო პოლიტიკის საკითხზე შეხვედრის შემდეგ.

აღინიშნა, რომ შეხვედრაზე გადაწყდა ბელარუსი-ევროკავშირის საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობის გაყინვა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ურთიერთქმედების სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

მინისტრის თქმით, ბელარუსს არასდროს უთქვამს უარი “მგრძნობიარე საკითხების განხილვაზე”, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, დღეს ეს საკითხები “აბსოლუტურად პოლიტიზირებულია”.

“ამიტომ, ჩვენ ვერ ვხედავთ ევროკავშირთან ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის გაგრძელებას. ჩვენ ვაჩერებთ ამ დიალოგს”, – თქვა მაკეიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად