ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი 15 მლრდ დოლარს აჭარბებს

4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი 15 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ასეთი მონაცემები მიაწოდა ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა ესპანეთის მეფეს ფილიპ VI-ს სატელეფონო საუბრის დროს.

”პრეზიდენტმა აუნმა აღნიშნა, რომ წინასწარი შეფასებით, ლიბანისთვის მიყენებული ზარალი აღემატება 15 მილიარდ აშშ დოლარს”, – ნათქვამია ლიბანის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აღინიშნება, რომ ესპანეთის მონარქმა გამოთქვა აუცილებელი დახმარების გაწევის სურვილი.

ბეირუთის გუბერნატორმა მარონ აბბუდმა ადრე განაცხადა, რომ ქალაქის რეკონსტრუქციას 12-დან 15 მილიარდ დოლარამდე დასჭირდება. ოთხშაბათს, ლიბანის შიდა უსაფრთხოების დირექტორმა განაცხადა, რომ აფეთქებამ ნაწილობრივ ან სრულად გაანადგურა დაახლოებით 4,000 შენობა.

ძლიერი აფეთქება მოხდა ბეირუთის ნავსადგურის რაიონში, ლიბანის საზღვაო ბაზასთან. აფეთქების ტალღამ დედაქალაქის ბევრ კვარტალში გაანადგურა და დააზიანა ათეულობით სახლი და ავტომობილი. აფეთქების შედეგად დაღუპულია 171 ადამიანი, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა კიდევ მინიმუმ 30 ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება გამოიწვია 2015 წელს საბაჟოზე ჩამორთმეული 2.7 ათასი ტონა ამონიუმის ნიტრატმა, რომელიც ინახებოდა საწყობში. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. კატასტროფის ზონად აღიარებულ ქალაქში, საგანგებო მდგომარეობა ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად