ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად გაერო-ს 48 თანამშრომელი დაშავდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პერსონალი დაშავდა ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ტელეკომპანია ალ ჯაზირას ეთერში განაცხადა.

“ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა გაერო-ს 48 თანამშრომელი და მათო ოჯახის 27 წევრი”, – ამბობს იგი.

ძლიერი აფეთქება მოხდა ბეირუთის ნავსადგურის რაიონში, ლიბანის საზღვაო ბაზასთან. აფეთქების ტალღამ დედაქალაქის ბევრ კვარტალში გაანადგურა და დააზიანა ათეულობით სახლი და ავტომობილი. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, ხოლო დაშავებულია 4 ათასზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება გამოიწვია 2015 წელს საბაჟოზე ჩამორთმეული 2.7 ათასი ტონა ამონიუმის ნიტრატმა, რომელიც ინახებოდა საწყობში. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. კატასტროფის ზონად აღიარებულ ქალაქში, საგანგებო მდგომარეობა ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად