ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 190-მდე გაიზარდა

4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 190-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია ლიბანის დროებითი მთავრობის ანგარიშში.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 178 დაღუპულის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკარგულად მიიჩნევა მინიმუმ სამი ადამიანი, ხოლო 6,5 ათასზე მეტი დაშავებულია.

4 აგვისტოს ძლიერი აფეთქება მოხდა ბეირუთის ნავსადგურის რაიონში, ლიბანის საზღვაო ბაზასთან. აფეთქების ტალღამ დედაქალაქის ბევრ კვარტალში გაანადგურა და დააზიანა ათეულობით სახლი და ავტომობილი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება გამოიწვია 2015 წელს საბაჟოზე ჩამორთმეული 2.7 ათასი ტონა ამონიუმის ნიტრატმა, რომელიც ინახებოდა საწყობში. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. კატასტროფის ზონად აღიარებულ ქალაქში, საგანგებო მდგომარეობა ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად