ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 149-მდე გაიზარდა

4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 149-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 5 ათასს აჭარბებს. ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 145 დაღუპულის შესახებ.

ძლიერი აფეთქება მოხდა ბეირუთის ნავსადგურის რაიონში, ლიბანის საზღვაო ბაზასთან. აფეთქების ტალღამ დედაქალაქის ბევრ კვარტალში გაანადგურა და დააზიანა ათეულობით სახლი და ავტომობილი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება გამოიწვია 2015 წელს საბაჟოზე ჩამორთმეული 2.7 ათასი ტონა ამონიუმის ნიტრატმა, რომელიც ინახებოდა საწყობში. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. კატასტროფის ზონად აღიარებულ ქალაქში, საგანგებო მდგომარეობა ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად