ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო, ლიბანში 5 აგვისტო ეროვნულ გლოვის დღედ გამოცხადდა

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა ქვეყნის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების გამო, 5 აგვისტო საერთო ნაციონალურ გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ სამშაბათს Sky News Arabia TV იუწყება.

დედაქალაქი აგრეთვე გამოცხადდა კატასტროფის ზონად და იქ ორი კვირის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს.

ძლიერი აფეთქება მოხდა ბეირუთის ნავსადგურის რაიონში, ლიბანის საზღვაო ბაზასთან. აფეთქების ტალღამ დედაქალაქის ბევრ კვარტალში გაანადგურა და დააზიანა ათეულობით სახლი და ავტომობილი. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, ხოლო დაშავებულია 4 ათასზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება გამოიწვია 2015 წელს საბაჟოზე ჩამორთმეული 2.7 ათასი ტონა ამონიუმის ნიტრატმა, რომელიც ინახებოდა საწყობში. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. კატასტროფის ზონად აღიარებულ ქალაქში, საგანგებო მდგომარეობა ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად