ბეირუთში, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა

ახლახანს გავრცელებული მონაცემების თანახმად, ბეირუთში მომხდარი აფერთქების შედეგად დაღუპულია არანაკლებ 50 კაცი.

შეიცვალა აგრეთვე, ოღონდ შემცირებისკენ აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა და 3000-ის ნაცვლად ამჯერად 2700 კაცს ასახელებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და უცნობია, რამდენით გაიზრდება დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო დეტალურად საუბრობს მომხდარის შესახებ და უკვე თითქმის დარწმუნებით ამბობს, რომ აფეთქდა ადვილად აალებადი ნივთიერება, ამონიუმის ნიტრატის ჩათვლით, რომელიც “ბევრი წლის წინ” იყო კონფისკირებული ხომალდიდან და საწყობში ინახებოდა.

ბეირუთის პორტის ინფრასტრუქტურის განადგურება და პორტის მუშაობის შეჩერება ფინანსური კრახის წინაშე მდგომ ლიბანს სრული კატასტროფის წინაშე აყენებს. ლიბანი გარედან შემოტანილ კვების პროდუქტებზეა დამოკიდებილი, მასზე ფასები უკანასკნელ ხანებში ისედაც 80%-ით იყო გაზრდილი, ამჯერად კი გარე სამყაროდან მოწყვეტილი ლიბანი მხოლოდ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით თუ შეძლებს კატასტროფული სიტუაციის შემცირებას.

შეგახსენებთ, რომ ლიბანს სახმელეთო საზღვარი მხოლოდ სირიასთან და ისრაელთან აქვს და მათი გავლით სხვა ქვეყნებთან კავშირი შეუძლებელია სირიაში ომის და ისრაელ-ლიბანს შორის საომართან მიახლოებული მდგომარეობის გამო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად