ბეირუთის პორტის უფროსი აცხადებს, რომ საშიში ნივთიერების გატანის მოთხოვნას 6 წლის განმავლობაში აიგნორებდნენ

ლიბანის საბაჟო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალურ დირექტორატს სთხოვეს, რომ პორტიდან, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, გაეტანა საშიში ნივთიერება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

როგორც ბეირუთის პორტის დირექტორი და საბაჟო სამსახურის ხელძღვანელი ბადრი დახერი აცხადებს, ამ მოთხოვნას აიგნორებდნენ ექვსი წლის განმავლობაში. ამის შესახებ Sky News Аравия იუწყება.

”საბაჟო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალურმა დირექტორმა გაგზავნა წერილები, რომლითაც ითხოვდნენ პორტიდან სახიფათო ნივთიერების გატანას, მაგრამ მათ არავინ უპასუხა ექვსი წლის განმავლობაში,” – თქვა მან.

ძლიერი აფეთქება მოხდა ბეირუთის ნავსადგურის რაიონში, ლიბანის საზღვაო ბაზასთან. აფეთქების ტალღამ დედაქალაქის ბევრ კვარტალში გაანადგურა და დააზიანა ათეულობით სახლი და ავტომობილი. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, ხოლო დაშავებულია 4 ათასზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება გამოიწვია 2015 წელს საბაჟოზე ჩამორთმეული 2.7 ათასი ტონა ამონიუმის ნიტრატმა, რომელიც ინახებოდა საწყობში. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. კატასტროფის ზონად აღიარებულ ქალაქში, საგანგებო მდგომარეობა ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად