ბეირუთის გუბერნატორი: “ეს მაგონებს იმას, რაც იაპონიაში ჰიროსიმასა და ნაგასაკში მოხდა” (ფოტორეპორტაჟი)

ბეირუთის პორტში მომხდარმა აფეთქებათა ტალღამ ქალაქში უზომოდ დიდი მასშტაბის ნგრევა გამოიწვია.

აფეთქების შედეგად დაღუპულ და დაშავებულ ადამიანთა რიცხვი ჯერჯერობით უცნობით რჩება, თუმცა, ცხადია, რომ დაშავებულთა რაოდენობა ასეულობითა.ლიბანის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ ამ წუთებში გაკეთებული განცხადების თანახმად, დაღუპულია 30-ზე მეტი და დაშავებულის 3000 კაცი.


აფეთქების ადგილზე მისულ ბეირუთის გუბერნატორს ჟურნალისტებთან საუბრის დროს ცრემლები წასკდა თვალებიდან. მისი თქმით, იგი აფეთქებიდან რამდენიმე წუთში გაჩნდა პორტში, სურდა გაერკვია იმ მეხანძრეთა ბედი, რომლებიც აფეთქების წინ მოხდარ ხანძარს აქრობდნენ, მაგრამ ვერავინ ნახა მათგან, ყველა დაკარგულია.


მომხდარი “მახსენებს იმას, რაც იაპონიაში მოხდა, ჰიროსიმასა და ნაგასაკში. მე არასდროს მინახავს ასეთი მასშტაბების და ასეთი კატასტროფული ნგრევები. ეს ნაციონალური კატასტროფაა. ეს პრობლემაა ლივანისთვის და მე არ ვიცი, როგორ გავუმკლავდებით მას”, – ამბობს ბეირუთის გუბერნატორი.


შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, პორტის საწყობებში სენახულმა დიდი რაოდენობით ამონიუმის გვარჯილამ გამოიწვია. თავისთავად, ცალკე აღებული ამონიუმის გვარჯილა არაა საშიში, მაგრამ ხანძარმა ან/და ჯერ კიდევ უცნობმა მიზეზმა მისი აფეთქება და შემდეგ კატასტროფული ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.


ლიბანის ტრაგედია სწრაფად მოექცა მსოფლიო სხვადასხვა სახელმწიფოთა ლიდერების ყურადღების ქვეშ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დახმარება უკვე გზაშია. დიდი ბრიტანეთის ს ხელისუფლების სახელით დახმარების შესახებ მზადყოფნის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.

იუწყებიან, რომ კორონავირუსის კრიზისის გამო უკვე ფინანსურად მყოფი ლიბანი წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბეირუთის საავადმყოფოები ვერ ახერხებენ ყველა დაშავებულის მიღებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად