ბეირუთი კატასტროფის ზონად გამოცხადდა

ლიბანის დედაქალაქი, ბეირუთის პორტში მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ, კატასტროფის ზონად გამოცხადდა და იქ ორი კვირის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს. ამის შესახებ ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ გამოცხადდა, რომელსაც თავმჯდომარეობდა რესპუბლიკის პრეზიდენტი.

“თავდაცვის საბჭომ გადაწყვიტა, ბეირუთი კატასტროფის ზონად გამოეცხადებინა და 4-დან 18 აგვისტომდე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა დაეწესებინა”, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გავრცელებულია სახელმწიფო მეთაურის პრესსამსახურის მიერ.

ძლიერი აფეთქება მოხდა ბეირუთის ნავსადგურის რაიონში, ლიბანის საზღვაო ბაზასთან. აფეთქების ტალღამ დედაქალაქის ბევრ კვარტალში გაანადგურა და დააზიანა ათეულობით სახლი და ავტომობილი. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, ხოლო დაშავებულია 4 ათასზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება გამოიწვია 2015 წელს საბაჟოზე ჩამორთმეული 2.7 ათასი ტონა ამონიუმის ნიტრატმა, რომელიც ინახებოდა საწყობში. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. კატასტროფის ზონად აღიარებულ ქალაქში, საგანგებო მდგომარეობა ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად