“ბედნიერების 100 დღე” – საპნის ბუშტების აღლუმი საქართველოში

საქართველოში პირველად საპნის ბუშტების აღლუმი გაიმართა. ფესტივალი მსოფლიოს 40-მდე ქალაქში ერთდროულად ტარდება. აღლუმი "ბედნიერების 100 დღის" ღონისძიების ფარგლებში ტარდება, რომელიც მსოფლიოში ბედნიერების და მშვიდობის დანერგვაას ემსახურება

"სამაიას ბაღში" ასობით ბავშვი და მშობელი შეიკრიბა, რომლებმაც ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.

"ეს არის "ბედნიერების 100 დღის" ორგანიზებული ღონისძიება. მას 4 კონტინენტზე ასიათასობით მონაწილე ჰყავს, საქართველო გლობალურ ღონისძიებას პირველად შეუერთდა, მისი მიზანია ადამიანებმა რამდენიმე საათით შეაჩერონ ყოველდღიურობა და დატკბნენ საპნის ბუშტების ჯადოსნურობით" – განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას აღონისძიების ორგანიზატორმა ანა კვინტრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად