BBC: საქართველოში პირველი LGBT ფილმის ”და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა

საქართველოში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” (And Then We Danced.) პრემიერასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს BBC ეხმაურება. გავლენიანი მედია წერს, რომ თბილისში პირველი LGBTQ ფილმის პრემიერა საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა.

როგორც BBC წერს, რეჟისორი ლევან აკინის ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ აღმოაჩენს ქართველი მოცეკვავე, სახელად მერაბი, ეროვნულ ქართულ ანსამბლში ვარჯიშის დროს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას.

მედია ასევე აღნიშნავს, რომ ფილმმა რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის ჩიკაგოსა და სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

“ფილმი ასევე აჩვენეს სხვადასხვა კინოფესტივალებზე, მათ შორის კანსა და ლონდონში. ფილმი შესაძლოა, შვედეთის სახელით “ოსკარზე” იყოს ნომინირებული. თუმცა, როგორც ეკლესიის წარმომადგენლები, ასევე კონსერვატორული ჯგუფები ფილმს ეწინააღმდეგებიან”,-წერს BBC.

როგორც მედია წერს, “საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ფილმის პრემიერა გააკრიტიკა და მის ეკრანიზაციას “ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმა” უწოდა”.

“ნაციონალისტურმა ჯგუფმა Alt-Info- მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც “ზურაბ მახარაძე” მოუწოდებს ყველას, ვინც ანალოგიურ იდეოლოგიას იზიარებს, საპროტესტო აქციას შეუერთდეს.

ზურაბი ასევე ახსენებს “ინფორმაციულ და იდეოლოგიურ ომს კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის” და ამბობს, რომ ფილმის პრემიერა მხოლოდ ომის ნაწილია”,-აღნიშნავს BBC.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად