BBC: “როგორ დაეხმარა “სამი მუშკეტერი” საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ არ არის შეკვეთილი სტატია

სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ სტატია სახელწოდებით, „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, შეკვეთილია, – ამის შესახებ „ბიბისის“ პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

საუბარია პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის 7 ივლისის განცხადებაზე, „რომ „ბიბისიზე“ უკვეთავენ სტატიებს, როგორ გადაარჩინა ქვეყანა სამმა მუშკეტერმა“.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა კითხვით მიმართა „ბიბისის“, საიდანაც პასუხი დღეს მიიღო.

„სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ ეს სტატია შეკვეთილია. მართალია, ვებგვერდ BBC.COM-ზე რეკლამა ქვეყნდება, თუმცა „ბიბისი ნიუსი” და მიმდინარე ამბები ვერ იქნება დასპონსორებული. ჩვენ არ ვიღებთ პოლიტიკურ რეკლამას. ისევე როგორც „ბიბისი ნიუსის” მთელი კონტენტი, ეს სტატია არის ჟურნალისტიკის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ნაწილი, რომელიც შეესაბამება ჩვენს მტკიცე სარედაქციო წესებს”, – აცხადებენ „ბიბისის“ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, ბრიტანულმა მაუწყებელმა „ბიბისი“-მ  ქართველი ეპიდემილოგების შესახებ სტატიას გამოაქვეყნა  სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“.  სადაც აღნიშნულია, რომ 3,7 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილია 15 ადამიანი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, პანდემიაზე წარმატებული რეაგირების მართვისთვის აქებენ სახელმწიფო მეცნიერთა ჯგუფს, რომლესაც „სამი მუშკეტერი“ უწოდეს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად