BBC ქართველ მორაგბეებზე: უელსი საქართველოს თავდასხმას გადაურჩა

ასეთ შეფასებას აძლევს სპორტული მიმომხილველი რაგბში საქართველო-უელსის შეხვედრას. 

"უელსელებმა თამაშის დასაწყისში ინიციატივა აიღეს და  სწრაფი თამაშის ხარჯზე ლელო დადეს. მიუხედავად ამისა, თამაშის პირველი ნახევრის განმავლობაში საქართველომ უელსი შიშის ქვეშ ამყოფა. უელსელებს ქართველების რამდენიმე შეტევის მოგერიება მოუხდათ.

უელსის ნაკრებმა დაპირებული მოლოდინები ქულებით ვერ გაამართლა. საბოოდ, უელსის ნაკრები თამაშის ბოლო წუთებზე იმ საფრთხის წინაშე დადგა, რომ საქართველოსთან თამაშს ფრედ დაასრულებდა" – წერს BBC.

გამოცემა ამავე მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ საქართველო 6 ერში თამაშზე პრეტენზიას აცხადებს.

შეგახსენებთ რომ ქართველმა მორაგბეებმა უელსში გამართული ამხანაგური შეხვედრა მასპინძელთა ნაკრებთან 6 : 13 დათმო. უელსელებმა მხოლოდ 1 ლელოს დადება და გარდასახვა მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...