BBC-მ “გრანდის” ოპერაციაზე გადაღებული ფილმის თიზერი გაავრცელა (ვიდეო)

სპილო გრანდის ოპერაციაზე გადაღებული BBC-ის დოკუმენტური ფილმის პრემიერა ხვალ, 22 მაისს შედგება.

თბილისის ზოოპარკის ცნობით, ფილმს ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისში აჩვენებენ.

“ჩვენი სპილოს ეპიზოდი 6 ივნისს, ინგლისის დროით 21:00 საათზე გავა BBC Two-ზე. ცხადია, შემდეგ აქაც გამოვფენთ და ყველას გექნებათ ნახვის შესაძლებლობა”,- ამბობენ თბილისის ზოოპარკში.

პრემიერამდე BBC-იმ ფილმის თიზერი გაავრცელა, სადაც გრანდის წამოდგომის ემოციური კადრებია აღბეჭდილი.

თიზერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:https://www.bbc.co.uk/programmes/p0792rmk?fbclid=IwAR3K7MbQodnjcxb_8OMZ7rGXT4bmKqbJhllAwCnGIb4EdgSC8pImbwlIaz0

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...