A1 ბანერი

BBC ხანძრის შედეგად განადგურებული ტაძრის გრაფიკულ ფოტომასალას აქვეყნებს

პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. BBC ავრცელებს გრაფიკულ ფოტოს, სადაც აღნიშნულია, ტაძრის რომელი ნაწილი განადგურდა.

როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა ტაძრის სახურავი. რაც შეეხება, ტაძარში არსებულ რელიქვიებს და სხვა ისტორიულ, რელიგიურ და კულტურულ ძეგლებს, ის სრულად დაცულია, მათ შორისაა მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში 400 მეხანძრე-მაშველი აქრობდა.

ასევე, უვნებელია გარე ფასადი, კარიბჭე და ტაძარში დაცული უნიკალური ქანდაკებები.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია. პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

“აიპრესი” გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, თუ როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...