BBC: ISIS-ის გავრცელებულ ვიდეოში სირიაში ხუთი მოზარდი ქურთ მძევლებს სიკვდილით სჯის

ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ"  ინტერნეტში ვიდეო გაავრცელა, სადაც ხუთი ბიჭი სირიაში ტყვედ  აყვანილ ქურთ მებრძოლებს სავარაუდოდ სიკვდილით სჯის. ამის შესახებ BBC იტყობინება. 

როგორც ჯიჰადისტები აცხადებენ, ვიდეოში ასახული ერთ-ერთი ბიჭი ბრიტანეთის მოქალაქეა. გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, რომ ბიჭები, სავარაუდოდ 10-დან 13 წლამდე არიან. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯიჰადისტების განცხადებაზე, რომ ბავშვებიდან ერთ-ერთი მოზარდი მათი ქვეყნის მოქალაქეა, ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ვიდეომასალაში ბავშვები სამხედრო ფორმაში არიან გამოწყობილი და პატიმრები – ფორთოხლისფერ ციხის ტანისამოსში. ერთი ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც აბუ ალ-ბარა ალ ტურისის სახელითაა ცნობილი, ქურთებს არაბულ ენაზე მიმართავს და მათ სისხლისღვრით ემუქრება. მისი თქმით, ქურთების წინააღმდეგ ბრძოლა არ შეწყდება.

ვიდეოში სხვა მოზარდების სახელებიცაა დასახელებული, მაგალითად, აბუ იშაქ ალ-მასრი (ეგვიპტე), აბუ აბდულა ალ-ბრიტანი (ბრიტანელი), აბუ ფაუდ ალ კურდი (ინგლისელი) და იუსუფ ალ უზბაკი (უზბეკი). როგორც BBC წერს, "ისლამური სახელმწიფო" თავის სარეკლამო მასალებში ბავშვებს ხშირად იყენებს, რომლებიც ჯიჰადისტების მომავალ თაობებს წარმოადგენენ. ვიდეომასალის ავთენტურობა დადგენილი არ არის. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...