BBC-ის წამყვანი სააკაშვილს: თქვენ ივანიშვილს ჩამოართვით მოქალაქეობა, ახლა კი თქვენ ჩამოგერთვათ

BBC-ის გადაცემა Hard Talk-ის წამყვანი, მიხეილ სააკაშვილს, მის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ კი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ესაუბრება, სადაც წამყვანი სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტობისას ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ახსენებს და ეუბნება, რომ რაც მიდის, ის აუცილებლად უკანვე ბრუნდება.

სააკაშვილის თქმით, ივანიშვილისთვის და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტები ერთმანეთისგან, სიტუაციურად რადიკალურად განსხვავდება. მისი თქმით, იგი ძალიან ბედნიერი იქნებოდა, თუ პოროშენკო იმავეს იზამდა, რაც საქართველოში ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში მოხდა.

– რაც მიდის, ის უკანვე გიბრუნდება. ეს ადამიანი, რომელიც თქვენ აღწერეთ, რუსი ოლიგარქი იყო, ბატონი ბიძინა ივანიშვილი. იგი წლების განმავლობაში თქვენი მტერი იყო. როდესაც თქვენ იყავით საქართველოს პრეზიდენტი, თქვენ ჩამოართვით მას მოქალაქეობა. ახლა კი თქვენ ჩამოგერთვათ უკრაინის მოქალაქეობა…

"ივანიშვილმა თავისი მოქალაქეობა ავტომატურად დაკარგა, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, რაც საქართველოს კანონს შეესაბამება. მაგრამ, იგი ქვეყნიდან არავის გაუგდია, რაც ჩემ შემთხვევაში პოროშენკომ გააკეთა. და მეორე – ჩვენ სპეციალურად შევცვალეთ კანონი, რადგან იგი საქართველოს უდიდესი პარტიის "ქართული ოცნების" ლიდერი იყო მაშინ, ამიტომ, ეს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შემთხვევებია. ნეტავ პოროშენკოსაც იგივე გაეკეთებინა ჩემთვის და ასე რომ მოქცეულიყო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი.

მე ივანიშვილის, როგორც მეტოქის, არ მეშინოდა, არც მისი ფულის მეშინოდა, პოროშენკოს კი ეშინია ჩემი და როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეს სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრულია-ო, მე მიმაჩნია, რომ ეს პოროშენკოს და უკრაინის ოლიგარქიატის დასასრულის დასაწყისია", – აღნიშნავს სააკაშვილი.

კომენტარები
იტვირთება...