BBC: Facebook-ი თავის კრიპტოვალუტას მოხმარებაში 2020 წლის I კვარტალში ჩაუშვებს

2020 წლის I კვარტალში, ფეისბუქი თავის კრიპტოვალუტას ჩაუშვებს მოხმარებაში. ამის შესახებ BBC წერს. ახალი კრიპტოვალუტას სახელი GlobalCoin იქნება და მისი ტესტირება უკვე მიმდინარე წელს დაიწყება. ფეისბუქი დეტალებს, თავისი ახალი კრიპტოვალუტის შესახებ ზაფხულში გაამხელს.

სოციალური ქსელის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი უკვე შეხვდა ინგლისის ბანკის ხელმძღვანელს მარკ კარინს, რათა განეხილათ შესაძლო რისკები.

შედგა მოლაპარაკებები Western Union-თან, ფულის უფრო იაფი და სწრაფი გადარიცხვის მეთოდების შემუშავების შესახებ კლიენტებს შორის, რომლებსაც არ გააჩნიათ საბანკო ანგარიშები.

ხალი კრიპრტოვალუტის შექმნის შესახებ ცნობილი გასული წლის დეკემბერში გახდა. მაშინ ამის შესახებ Bloomberg-მა დაწერა. როგორც Bloomberg-ი წერდა, გადახდის ახალი საშუალება სოციალური ქსელებში, მესინჯერებში, კომპანიის კუთვნილ სერვისებში (Facebook, Instagram და WhatsApp) პროდუქციის შეძენისთვის და რესურსის გადარიცხვისთვის იქნება განკუთვნილი.

Financial Times-ის (FT) ცნობით, ახალი კრიპტოვალუტის კურსის მიბმა ამერიკულ დოლართან იგეგმებოდა, რაც მას ლიკვიდურს გახდიდა და ბირჟაზე მისით ვაჭრობაც იქნებოდა შესაძლებელი. გაზეთი წერდა, რომ ამისათვის ფეისბუქი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ერთდროულად რამდენიმე პლატფორმასთან, რათა განეხორციელებინა შეთანხმება DRW, Jump, Coinbase და Gemini-სთან. FT-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფეისბუქმა, შეთანხმების ყველა სხვა დანარჩენ მონაწილესთან ერთად, ხელი მოაწერა ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ დოკუმენტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად