BBC: ერდოღანმა ტრამპის გამოგზავნილი წერილი სანაგვე ურნაში გადააგდო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპის მიერ გამოგზავნილი წერილი სანაგვე ურნაში მოისროლა. წერილში თეთრი სახლის ლიდერმა ერდოღანს სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა და მიმართა: “ნუ იქნები ”ძველი ბიჭი”, ნუ სულელობ!. ინფორმაციას BBC News-ი ავრცელებს.

აღნიშნულის შესახებ ბრიტანულ ტელე-რადიოკომპანიას ერდოღანის გარემოცვასთან დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს.

მათი თქმით, ანკარაში მიიჩნიეს, რომ დონალდ ტრამპის წერილი ”დიპლომატიური თავაზიანობით” არ გამოირჩეოდა. წერილი 9 ოქტომბერს მიიღეს. იმავე დღეს, თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

ხუთშაბათს, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დონალდ ტრამპის წერილს უჩვეულო უწოდა. ”ასეთი ენა იშვიათად გვხვდება სახელმწიფო ლიდერების მიმოწერაში,” – განაცხადა პესკოვმა.

დოკუმენტის ტექსტი CNN- მა გაასაჯაროვა. 

”თქვენ შეგიძლიათ შესანიშნავი გარიგება დადოთ. გენერალი მაზლუმი (სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერი – “აიპრესი”) თქვენთან მოლაპარაკებისთვის მზადაა. ასევე კომპრომისზე წასვლისთვისაც მზადაა, რასაც ისინი წარსულში არასოდეს გააკეთებდნენ. მე მისი წერილის ასლი გამაჩნია, რომელიც ახლახან მივიღ…

ისტორია მოწყალე იქნება შენ მიმართ, თუ ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ. მისთვის შენ მუდმივად დარჩები ეშმაკად, თუ კარგი ამბები არ მოხდება. ნუ იქნები “ძველი ბიჭი”, ნუ იქნები სულელი!“ – მიმართავს დონალდ ტრაპი ერდოღანს.ე”, -წერდა აშშ-ს პრეზიდენტი.

მოგვიანებით, თეთრ სახლში MSNBC–ს წერილის ავთენტურობა დაუდასტურეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად