BBC: ემანუელ მაკრონი და არნოლდ შვარცნეგერი ტრამპის წინააღმდეგ ერთიანდებიან (ვიდეო)

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ0ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას, კლიმატის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. ამჯერად მას მხარს ჰოლივუდის ვარსკვლავი არნოლდ შვარცნეგერი უჭერდა, რომელთან ერთადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ვიდეო ჩაწერა.

ივნისის დასაწყისში, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა მაკრონის ლოზუნგმა "ჩვენი პლანეტა კვლავ უდიდესი გავხადოთ!", რომელითაც ფრანგმა ლიდერმა დაჩრდილა ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარი ლოზუნგი – "ამერიკა კვლავ უდიდესი გავხადოთ!" და ამით მან "ანტი-ტრამპის" რეპუტაცია მოიპოვა.

მაკრონისა და შვარცნეგერის ერთობლივ ვიდეოში, რომლის ხანგრძლივობაც 10 წამია, ცნობილი მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი აცხადებს, რომ მისთვის ნამდვილი პატივია მაკრონთან შეხვედრა და ისინი მომავლის სუფთა ენერგიისათვის ერთობლივად იმუშავებენ.

ვიდეო აგრეთვე ადევს წარწერა: "პრეზიდენტ მაკრონთან, უდიდეს ლიდერთან ერთად!"

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...