BBC: COVID19-ის საწინააღმდეგო ბრიტანული ვაქცინა AstraZeneca-ს ეფექტურობა 70%-ია

კვლევების თანახმად, ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა 70%-ია. იუწყება BBC.

ექსპერტების აზრით, პრეპარატი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუკი მას მარეგულირებელი ორგანოები დაამტკიცებენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ამ მწარმოებლისგან წინასწარ შეუკვეთა ვაქცინის 100 მილიონი დოზა, რაც საკმარისი იქნება 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვის.

ამასთან, AstraZeneca მნიშვნელოვნად ნაკლები ეღირება და მისი შენახვა და ტრანსპორტირება ასევე გაცილებით ადვილია, ვიდრე სხვა ვაქცინების.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად