BBC: ბელგია სალაჰ აბდესლამის საფრანგეთში ექსტრადირების უფლებას იძლევა

BBC-ის ინფორმაციით, ბელგიამ, სალაჰ აბდესლამის სურვილი, საფრანგეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა.

სალაჰ აბდესლამი, პარიზის ტეაქტების სერიის მთავარი ეჭვმიტანილია, რომელიც ბელგიის პოლიციამ დააკავა. დაკავების შემდეგ, ოფიციალური პარიზი, ტერორისტის საფრანგეთში ექსტრადირებას მოითხოვდა, თუმცა აბდესლამი ამაზე უარს აცხადებდა.

ბელგიის დედაქალქ ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ კი, სალაჰ აბდესლამმა საფრანგეთში ექსტრადირების სურვილი გამოთქვა. აღნიშნული სურვილი, ოფიციალურმა ბელგიამ დღეს დააკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად