ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალი განყოფილება იქმნება

საკითხი დეპუატეტბმა ხმათა უმრავლესობით დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ,,ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსის” შესახებ.

კოდექსი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებს ბავშვის დაცვის სფეროში, რომელიც პირველ რიგში მოიცავს ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის შექმნას და ის განახორციელებს როგორც საკუთარ ასევე დელეგირებულ უფლებამოსილებებს. შექმნილმა სტრუქტურულმა ერთეულმა ფუნქციონირება მიმდინარე წლის 1 სექტემბირდან უნდა დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად