„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში სოფო კილაძე საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში, ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ესტუმრა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფრანგული მხარის წარმომადგენლებმა, დელეგაციის წევრებს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ბავშვთა დაცვის სახელმწიფო პროგრამები, პოლიტიკა და აღსრულების მექანიზმები გააცნეს.

ქართული დელეგაციის მიზანია, ბავშვთა დაცვისა და სახელმწიფო მხრიდან ბავშვზე ზრუნვის საკითხებში ფრანგული მოდელის გაცნობა და გაზიარება.

დღესვე, დელეგაციის წევრები პარიზის მთავარ მარლთმსაჯულების ორგანოს ესტუმრნენ და სასამართლოში ბავშვთა მომსახურების სტანდარტებს ადგილზე გაეცნენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველისა და სასამართლოს წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად